ვიქტორ ორბანი - უკრაინა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ევროპას ამისთვის ფული არ ეყოფა
ვიქტორ ორბანი - უკრაინა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ევროპას ამისთვის ფული არ ეყოფა

უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა ის ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, უკრაინა რუსეთს წარმატებითა და უპრეცედენტო ძალით წინააღმდეგობას უწევს.

„უკრაინის ძალამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, – თქვა ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, უკრაინამ შეძლო საკუთარი მოწოდებისა და არსებობისთვის ახალი მნიშვნელობის პოვნა, რადგან აქამდე მას ჰქონდა უმწეობის განცდა და საკუთარ თავს შეჯახების ადგილად აღიქვამდა.

„ახლა გაჩნდა პერსპექტივა, დასავლეთს ეკუთვნოდნენ, ეს გახდა ახალი მისია, რომელიც საკუთარ თავს დაუწესეს, მათ სურთ დასავლეთისთვის ახალი აღმოსავლეთ საზღვარი გახდნენ“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან, მისი თქმით, ევროპას ამისთვის ფული არ ეყოფა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინა დაუბრუნდება ბუფერული სახელმწიფოს როლს აშშ-სა და რუსეთის მხრიდან გარანტიებით.

რაც შეეხება ევროკავშირს, ორბანის თქმით, ის არა როგორც პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური პროექტი უნდა გაძლიერდეს.