ვიქტორ ორბანი პეკინში სი ძინპინს შეხვდა
ვიქტორ ორბანი პეკინში სი ძინპინს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„დაკავშირება განცალკევების ნაცვლად: ეს არის უნგრული მოდელი. ჩვენი მიზანია უნგრულ-ჩინური ურთიერთობების გაძლიერება. ეს არის კარგი უნგრეთისთვის და კარგი ევროპული ეკონომიკისთვის“, – წერს ვიქტორ ორბანი.

ვიქტორ ორბანი ჩინეთში „სარტყელისა და გზის ფორუმში“ მონაწილეობს. ის ასევე შეხვდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი კეციანს.