ვიქტორ ორბანი პეკინში სი ძინპინს შეხვდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„დაკავშირება განცალკევების ნაცვლად: ეს არის უნგრული მოდელი. ჩვენი მიზანია უნგრულ-ჩინური ურთიერთობების გაძლიერება. ეს არის კარგი უნგრეთისთვის და კარგი ევროპული ეკონომიკისთვის“, – წერს ვიქტორ ორბანი.
ვიქტორ ორბანი ჩინეთში „სარტყელისა და გზის ფორუმში“ მონაწილეობს. ის ასევე შეხვდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი კეციანს.
Meeting with President Xi in #Beijing. #Connectivity instead of #decoupling: this is the Hungarian model. Our aim is to strengthen Hungarian-Chinese relations. This is good for Hungary and good for the European economy. 🇭🇺🇨🇳 pic.twitter.com/DkBU9C1FpW
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 17, 2023