ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, უკრაინის ომში მეტ ჩართვასთან დაკავშირებით ნატო-ს გეგმები მეხანძრეს ჰგავს, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცეცხლის გამშვები აღჭურვილობით ცდილობს.
„ნატო, ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვითრევს ჩვენ, წევრ ქვეყანას, მსოფლიო ომში. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც მეხანძრე, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცეცხლის გამშვები აღჭურვილობით ცდილობს“,- განაცხადა ორბანმა.
ორბანმა, ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც მოიცავს დასავლური იარაღით უკრაინელი სამხედროებისთვის რუსულ ობიექტებზე თავდასხმის ნებართვას, „შემაშფოთებელია“ და ნატო-ს ომთან აახლოებს.
მაისის დასაწყისში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანაა, არ მიიღებს მონაწილეობას ალიანსის გრძელვადიან გეგმაში უკრაინის დასახმარებლად.