ვიქტორ ორბანი - ჩვენი იურისტები, ოფიცრები ცდილობენ განსაზღვრას, როგორ შეუძლია უნგრეთს ნატო-ს წევრი იყოს და არ ჩაერთოს ნატო-ს ტერიტორიის გარეთ ალიანსის ოპერაციებში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნატო-ში წევრობის „ხელახლა განსაზღვრას“ გეგმავს.
„ჩვენი იურისტები, ოფიცრები მუშაობენ და ცდილობენ განსაზღვრას, როგორ შეუძლია უნგრეთს თან ნატო-ს წევრი იყოს და თან არ ჩაერთოს ნატო-ს ტერიტორიის გარეთ ალიანსის ოპერაციებში.
ნატო-ს ისტორიაში არ ყოფილა ბევრი ვითარება, როდესაც წევრი ქვეყანა დაიცავს ნატო-ს ძირითად იდეას ისე ღიად და მკაფიოდ, როგორც ამას უნგრეთი აკეთებს ახლა. შესაბამისად, მისი პოზიცია სამხედრო ალიანსში ხელახლა უნდა განისაზღვროს“, – განაცხადა ორბანმა.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უარი თქვა უკრაინისთვის დახმარების გაგზავნაზე, ასევე უკრაინელი სამხედროების ნატო-ს მიერ გადამზადებას ეწინააღმდეგება.