ვიქტორ ორბანი - ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალისხმევას და გავაძლიეროთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები
ვიქტორ ორბანი - ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალისხმევას და გავაძლიეროთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები

ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალისხმევას და გავაძლიეროთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ორბანი აცხადებს, 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა მშვიდობას და კეთილდღეობას.

„ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ამ შაბათ-კვირას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა მშვიდობას და კეთილდღეობას თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში. ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალისხმევას და გავაძლიეროთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები. მადლობა მასპინძლობისთვის, პრემიერ-მინისტრო, – წერს ორბანი.