ვიქტორ ორბანი – ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალისხმევას და გავაძლიეროთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები
ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალისხმევას და გავაძლიეროთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ორბანი აცხადებს, 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა მშვიდობას და კეთილდღეობას.
„ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ამ შაბათ-კვირას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა მშვიდობას და კეთილდღეობას თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში. ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალისხმევას და გავაძლიეროთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები. მადლობა მასპინძლობისთვის, პრემიერ-მინისტრო, – წერს ორბანი.
Official visit to #Georgia. One thing is clear about this weekend’s elections: the people of Georgia voted for peace and prosperity in free and democratic elections. We are here to support Georgia’s European integration efforts and to strengthen 🇭🇺🇬🇪 relations.
Thank you for… pic.twitter.com/JuaW7yZN8A
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 29, 2024