ვიქტორ დოლიძე სავარაუდოდ ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს
ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე სავარაუდოდ ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს.
“პირველი არხის” ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. დოლიძე ჟენევის დისკუსიებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშიც იქნება.
შეგახსენებთ, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ამ დროისთვის შალვა ცისკარაშვილია.