ვიქტორ დოლიძე - ნატო-ს რეზოლუცია დაფუძნებულია მადრიდის სამიტის დოკუმენტზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ საქართველოსთან მიმართებით მომავალი დეკადა უნდა იყოს უფრო ქმედითი
ნატო-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმით, რომ დაფუძნებულია მადრიდის სამიტის სტრატეგიულ დოკუმენტზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ საქართველოსთან, უკრაინასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიმართებით მომავალი დეკადა უნდა იყოს უფრო ქმედითი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
ვიქტორ დოლიძემ კომენტარი გააკეთა რეზოლუციის იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ნატო-ს მადრიდის სამიტის შემდგომი პერიოდის შეფასებას და სადაც საქართველოც არის ნახსენები.
„ყველა იმ მომენტის გარდა, რომელიც ასახულია შიგნით, ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმით, რომ დაფუძნებულია მადრიდის სამიტის სტრატეგიულ, ახალ კონცეპტუალურ დოკუმენტს, სადაც ერთმნიშვნელოვნადაა დაფიქსირებული, რომ საქართველოსთან, უკრაინასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიმართებით ახალი კონცეფცია და მომავალი დეკადა უნდა იყოს უფრო ქმედითი, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა მოხდეს მათი ნატო-სთან დაახლოება“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.