ვიქტორ დოლიძე - დარწმუნებული ვარ, ნატო-სთან უახლოეს მომავალში გვექნება პროგრესი, ამისთვის, როგორც ნატო-ს, ასევე ქართული მხარე, გამოთქვამს მზაობას
თბილისში კიდევ ერთი ვიზიტი განხორციელდა ნატო-ს გენერალური მდივნის, ბატონი იენს სტოლტენბერგის, ამ მნიშვნელოვან და რთულ ვითარებაში, რომელიც არსებობს როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, ნატო-სთან მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
„ჩვენ, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ვითარებაში, სადილზე მოგვეცა იმის საშუალება, რომ გაგვევლო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და ბრიუსელში დაბრუნებისთანავე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობის ელემენტებზე, რომელთან დაკავშირებითაც, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება პროგრესი. ამისათვის როგორც გენერალური მდივანი და ნატო-ს მხარე, ასევე ქართული მხარე გამოთქვამს მზაობას და ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დოლიძემ.