ვიოლა ფონ კრამონი - ვიმედოვნებ, შარლ მიშელის სამართლიანი შეთანხმება ყველა მხარის მიერ იქნება მიღებული
ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამართლიანი შეთანხმება ყველა მხარის მიერ იქნება მიღებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
„საქართველოში მოლაპარაკების მესამე მცდელობა ალბათ წარმატებული იქნება. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამართლიანი, ზუსტი და საბოლოო შეთანხმება ველა მხარის მიერ იქნება მიღებული. კომპრომისებზე წასვლა საქართველოსთვის-ეს ძალაა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი მათი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიების ახალი დოკუმენტი წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.