ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს პრეზიდენტმა რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გადადგა გიორგი რურუას შეწყალებით
საქართველოს პრეზიდენტმა რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გადადგა რურუას შეწყალებით. მივესალმები მის გამბედაობას და ლიდერობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
„სხვა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მათი გასაკეთებელია და შეუერთდნენ ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას. საქართველოს და ქართველის ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღალ დგას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ცნობისთვის, 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა.