ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოს პრეზიდენტმა რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გადადგა გიორგი რურუას შეწყალებით
საქართველოს პრეზიდენტმა რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გადადგა რურუას შეწყალებით. მივესალმები მის გამბედაობას და ლიდერობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
„სხვა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მათი გასაკეთებელია და შეუერთდნენ ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას. საქართველოს და ქართველის ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღალ დგას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ცნობისთვის, 27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა.
🇬🇪President @Zourabichvili_S made difficult but necessary step by pardoning #Rurua. I applaud her courage & leadership. Other politicians of #Georgia should also do their part & follow/join the 🇪🇺EU-brokered deal. Interests of #Georgia and its people are above party interests!
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) April 28, 2021