„ვიკიპედიაში“ რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ვლადიმერ პუტინი მიუთითეს
ონლაინ-ენციკლოპედიის „ვიკიპედიის“ ვებგვერდზე უცნობმა მომხმარებელმა 2018 წლის მარტში დაგეგმილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ სტატია დაარედაქტირა და გამარჯვებულად ვლადიმერ პუტინი მიუთითა.
სტატიაში შეტანილი ცვლილებების გამო, „გუგლის“ რუსულენოვან და ინგლისურენოვან საძიებო სისტემაში 2018 წლის 18 მარტის არჩევნების გამარჯვებულად ვლადიმერ პუტინი იყო მითითებული.
როგორც „ვიკიმედიას“ რუსული განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა სტანისლავ კოზლოვსკიმ განაცხადა, შეცდომა უკვე შესწორებულია და ამჟამად საძიებო სისტემიდან ეს ინფორმაცია ამოღებულია.
მისი თქმით, შეცდომის აღმოფხვრა 20 წუთში მოხდა.