ვიეტნამში, ტყეში იპოვეს ექვსი წლის ბავშვი, რომელიც ხუთი დღე დაკარგული იყო
ვიეტნამში, ტყეში იპოვეს ექვსი წლის ბავშვი, რომელიც ხუთი დღე დაკარგული იყო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, იენ-ბაის პროვინციაში მოხდა.
დანგ ტიემ ლამი 17 აგვისტოს დაიკარგა, როდესაც თავის და-ძმასთან ერთად ნაკადულში თამაშობდა. ის მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ ადგილობრივმა ფერმერებმა ტყეში იპოვეს, გაუჩინარების ადგილიდან ექვს კილომეტრში. ბავშვი იმდენად დაუძლურებული იყო, რომ ფეხზე ვერ დგებოდა.
პოლიცია სასწაულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ბიჭი ცოცხალი იპოვეს ტყეში გატარებული ამდენი დღის შემდეგ. ბავშვი ამბობს, რომ მცენარეებს და კენკრას ჭამდა.
ბავშვის სამძებრო ოპერაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას 150-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა ჩართული, მათ შორის სამართალდამცველები, სამხედროები და მოხალისეები.