ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა, სულ მცირე, 78 ადამიანი
ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა, სულ მცირე, 78 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიდევ 12 ადამიანი ზღვაში დაიკარგა.
ვიეტნამის მთავრობის განცხადებით, სანაპირო ქალაქებიდან 50,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ამასთან, გაუქმდა 300-ზე მეტი რეისი და რამდენიმე საათით შეჩერდა ოთხი აეროპორტის მუშაობა.
12 პროვინციაში, მათ შორის დედაქალაქ ჰანოიში, დაიხურა სკოლები. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.