ვიეტნამში, ქარიშხალ „სონ-ტინის” შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა
ვიეტნამში, ქარიშხალ „სონ-ტინის” შედეგად  27 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ქარიშხალ „სონ-ტინის” შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 27 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე შვიდი დაკარგულად ითვლება, 14-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

სტიქიამ სამ პროვინციაში ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. დატბორილია 80 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული. პარალიზებულია გზები.

სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად, 6.5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.