ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინტერნეტ პორტალ „ვიენ ექსპრესის“ ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 16 პაციენტი, რომელთაც „კოვიდ-19“ დიაგნოზი დაუსვეს, სრულად გამოჯანმრთელდა და სახლებში დაბრუნდა.
ვიეტნამში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევები 13 თებერვლის შემდეგ არ აღურიცხავთ.
ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელიც ვიეტნამის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, სამი თვის გოგონაა, რომელსაც ვირუსი ბებიისგან გადაედო. მკურნალობის დროს ჩვილთან ერთად იმყოფებოდა დედაც, რომელიც ბავშვს უვლიდა, თუმცა მას ვირუსი არ გადაეცა.