ვიეტნამის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან კავშირების გაღრმავება სურს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში იმყოფება. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ტო ლამს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიეტნამს სურს რუსეთთან კავშირების გაღრმავება.
ამასთან, ლამმა მიულოცა პუტინს მეხუთე ვადით არჩევნებში გამარჯვება. ტო ლამის თქმით, დადებითად აფასებს რუსეთის მიღწევებს, მათ შორის, „შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას“.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამში სხვა შეხვედრებიც გამართა.
პუტინის ვიეტნამში ვიზიტი დაგმო შეერთებულმა შტატებმა. ექსპერტების აზრით, რუსეთს სურს დემონსტრირება, რომ ყველგან ჰყავს მეგობრები და დასავლეთის მცდელობა, იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, უშედეგოა.
ვიეტნამში ჩასვლამდე რუსეთის რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა.