ვიეტნამის პოლიციამ სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 ცხედრის საქმეზე რვა პირი დააკავა
ვიეტნამის პოლიციამ სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 ცხედრის საქმეზე რვა პირი დააკავა

ვიეტნამის პოლიციამ დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 მიგრანტის ცხედრის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ რვა პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მანამდე მიგრანტების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიეტნამში ორი ადამიანი დააკავეს.

ვიეტნამის პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიეტნამში მცხოვრებმა ათმა ოჯახმა ახლობლების დაკარგვის შესახებ განაცხადა და ეჭვი გამოთქვა, რომ ისინი შესაძლოა, ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილ ცხედრებს შორის ყოფილიყვნენ.

ესექსის საგრაფოშო პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ვიეტნამელი მიგრანტის ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინა. მანქანა დიდ ბრიტანეთში ბელგიის ზეებრიუგეს პორტიდნ ჩავიდა. საქმის გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთოს მძღოლი დააკავა.