დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს
დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში, ესექსში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სამართალდამცველების ცნობით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, 25 წლის მამაკაცი ჩრდილოეთ ირლანდიიდან.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდია.

მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.