ვიეტნამის ერთ-ერთ ქალაქში კორონავირუსის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლებამ 80 000 ტურისტის ევაკუაცია დაიწყო
ვიეტნამის ერთ-ერთ ქალაქში კორონავირუსის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლებამ 80 000 ტურისტის ევაკუაცია დაიწყო

ვიეტნამის ერთ-ერთ ქალაქში კორონავირუსის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლებამ 80 000 ტურისტის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ვიეტნამში ბოლო სამი თვის განმავლობაში ვირუსის შიდა გადაცემა არ დაფიქსირებულა. ოთხი ახალი შემთხვევა ქალაქ დანანგში გამოვლინდა. ინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც ვიეტნამის მედია იუწყება, 57 წლის მამაკაცს ბოლო თვეებში ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა სამ საავადმყოფოში იმყოფებოდა და ქორწილს დაესწრო.

ის გრიპის სიმპტომებით საავადმყოფოში 20 ივლისს მივიდა, ახლა მისის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია. ასევე ინფიცირებულია 61 წლის მამაკაცი, 17 წლის ბიჭი და 71 წლის ქალი.

ქალაქ დანანგში ვირუსის გავრცელების შემდეგ, კვლავ ამოქმედდა შეზღუდვები. ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიება. პირბადის ტარება ქალაქში სავალდებულო გახდა. 30 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა.

დღეიდან ქალაქში შესვლა აიკრძალა. ხელისუფლებამ 80 000 ტურისტის ევაკუცია განხრციელდება.

ვიეტნამში 96 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ დრომდე აღრიცხულია კოვიდ-19-ის 420 შემთხვევა. არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.