ვიეტნამის დედაქალაქში, ჰანოიში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ვიეტნამის დედაქალაქში, ჰანოიში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში ტაიფუნი „იაგი“ მძვინვარებს.
ტაიფუნის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის გამო დაღუპულია 155 ადამიანი, 141 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ვიეტნამის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებით, დედაქალაქის ზოგიერთ დატბორილ უბანს უსაფრთხოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.