„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.