პარტია „ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 მაისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე აირჩიეს.