ვიაჩესლავ ვოლოდინი - პრეზიდენტის მიმართ ტერაქტი არის რუსეთზე თავდასხმა
პრეზიდენტის მიმართ ტერაქტი არის რუსეთზე თავდასხმა, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს.
მისი თქმით, საჭირო ისეთი იარაღის გამოყენება, რომელისაც შეუძლია „კიევის ტერორისტული რეჟიმის შეჩერება და განადგურება“.
„კიევის ტერორისტულმა რეჟიმმა დაიპყრო მთელი სახელმწიფო, ემუქრება რუსეთის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას. დასავლური ქვეყნების პოლიტიკოსები, რომლებიც ზელენსკის რეჟიმს იარაღით ამარაგებენ, უნდა აცნობიერებდნენ, რომ გახდნენ არა მხოლოდ სპონსორები, არამედ ტერორისტული საქმიანობის თანამონაწილეები. ზელენსკის რეჟიმთან ვერანაირი მოლაპარაკებები ვერ იქნება. მოვითხოვთ იარაღის გამოყენებას, რომელსაც შეუძლია კიევის ტერორისტული რეჟიმის შეჩერება და განადგურება“, – წერს ვოლოდინი.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით თავდასხმა სცადა. ოფიციალური კიევი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის.