ვიაჩესლავ ვოლოდინი - დავავალდებულებთ უკრაინას, გადაიხადოს კომპენსაცია იმ 25 წლის გამო, რა პერიოდშიც ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იყო
მოსკოვი ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისთვის კიევისგან კომპენსაციას ითხოვს. ეს განცხადება რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააკეთა. მისი თქმით, ამ მოთხოვნით რუსეთმა ევროპარლამენტის სტრუქტურებს უნდა მიმართოს.
„მოდით, დავავალოთ ჩვენს პროფილურ კომიტეტებს, რომ ეს საკითხი შეისწავლონ. გავაანალიზოთ, დავთვალოთ, რამდენი დაკარგა ყირიმის ეკონომიკამ უკრაინის დამანგრეველი პოლიტიკის გამო, რომელიც ყირიმს თავს მოახვიეს, რამდენი დაკარგა ხალხმა, რა უფლებები იყო დარღვეული. შემდეგ ევროპარლამენტის სტრუქტურების დახმარებით დავავალდებულებთ უკრაინას, გადაიხადოს კომპენსაცია იმ 25 წლის გამო, რა პერიოდშიც ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იყო,“ – განაცხადა რუსეთის დუმის თავმჯდომარემ.