ვერტყვიჭალასთან სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალასთან საგზაო სამუშაოებისას სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა საგზაო სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს ხუთი და ჩინეთის სამი მოქალაქე.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.