ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო ვიზიტორების ევაკუაცია გახდა საჭირო
ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო ვიზიტორების ევაკუაცია გახდა საჭირო

ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო ვიზიტორების ევაკუაცია გახდა საჭირო. საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილას ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

„მეხანძრეები მოვიდნენ. კვამლი და ცეცხლი აღარ არის და კოლექცია არ დაზიანებულა“, – განაცხადა ვერსალის სასახლის პრესსპიკერმა.

მისი ცნობით, ცეცხლი სახურავში გაჩნდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

ვერსალის სასახლე მე-17 საუკუნეში მეფე ლუი მე-14-ესთვის ააგეს. ის საფრანგეთის რევოლუციამდე მთავარი სამეფო რეზიდენცია იყო.

ვერსალის სასახლეს ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.