ვერეს ხეობაში მდინარემ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.