მაშველებმა ლეჩხუმში, მდინარე ლაჯანურიდან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
მაშველებმა ლეჩხუმში, მდინარე ლაჯანურიდან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ლეჩხუმში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დასრულდა.

მაშველებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, მდინარე ლაჯანურიდან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

ახალგაზრდა სხვა ორ მამაკაცთან ერთად ლაჯანურჰესის არხში სამი დღის წინ ავტომანქანით გადავარდა.

შემთხვევა სოფელ ჩხუტელში მოხდა. ავტომანქანაში სამი მამაკაცი იმყოფებოდა, მათგან ერთის ცხედარი მდინარიდან იმავე საღამოს, მეორე მამაკაცის ცხედარი კი ორი დღის წინ ამოიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა გახდა.

გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.