ცაგერში ავტომობილი არხში გადავარდა, მაშველები რამდენიმე ადამიანს ეძებენ
ცაგერში ავტომობილი არხში გადავარდა, მაშველები რამდენიმე ადამიანს ეძებენ

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ადგილობრივები რამდენიმე ადამიანს ეძებენ. ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა.

სავარაუდოდ მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. წყლის დინებამ ახალგაზრდები ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდის ცხედარი უკვე იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.