თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული მომხდარის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა. ის პოლიციამ გვიან საღამოს დააკავა.
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გუშინ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ცნობით, მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება.