ტატიშვილის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:31, 12.03.2018

თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული მომხდარის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა. ის პოლიციამ გვიან საღამოს დააკავა.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გუშინ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ცნობით, მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება.

მსგავსი