ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ATP ტურის 500-იანი სერიის ტურნირის ფინალში დღეს მასპინძელი დომინიკ ტიმი არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება.
ტიმმა ნახევარფინალში იტალიელ მატეო ბერეტინის დაძაბულ სამსეტიან შეხვედრაში სძლია (3:6, 7:5, 6:3), ხოლო არგენტინელმა ფინალში გასასვლელად ფრანგ გაელ მონფისს ორ სეტში ადვილად მოუგო (6:3, 6:2).
მეტოქეები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვედრიან და ანგარიშია 4:2 ავსტრიელის სასარგებლოდ.