დომინიკ ტიმმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT
დომინიკ ტიმმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT

არაერთი ტიტულის მფლობელმა ავსტრიელმა ჩოგბურთელმა, დომინიკ ტიმმა უკანასკნელი ოფიციალური მატჩი გამართა და კარიერა დაასრულა.

ტიმის დიდი ჩოგბურთიდან წასვლა ერთდროულად უიღბლოც გამოდგა და სიმბოლურიც – ავსტრიაში გამართულ ATP-500 კატეგორიის ტურნირზე გამოცდილი ავსტრიელი ჩოგანი 22 წლის იტალიელს, ლუჩანო დარდერის შეხვდა და ახალგაზრდა ტალანტთან ორ სეტში დამარცხდა.

31 წლის დომინიკ ტიმს შთამბეჭდავი კარიერა აქვს – ავსტრიელი ATP რანგის 17 ტიტულს დაეუფლა, მისის ბოლო ტრიუმფი კი US Open-ზე შედგა. ტიმი ასევე არის „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ფინალისტი.