ავსტრალიის ღია, მეშვიდე დღე - მამაკაცთა ტურნირს შარშანდელი ფინალისტი გამოეთიშა
ავსტრალიის ღია, მეშვიდე დღე - მამაკაცთა ტურნირს შარშანდელი ფინალისტი გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელი ფინალისტი და აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი დომინიკ ტიმი მერვედფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ავსტრიელმა ორ საათში სამ სეტში წააგო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან – 4:6, 4:6, 0:6.

პირველი ორი სეტი თითქმის ერთნაირი სცენარის იყო – ორივეჯერ ტიმი ბრეიკით 3:1 დაწინაურდა და დიმიტროვმა ამას ორ-ორი ბრეიკით უპასუხა. მესამე სეტში კი ბრძოლა არ ყოფილა და ბულგარელმა „მშრალი“ ანგარიშით მოიგო. დიმიტროვმა შეხვედრა ზედიზედ ცხრა გეიმის მოგებით დაასრულა და კარიერაში მეექვსედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის მეოთხედფინალში.

ამ ეტაპზე მისი მეტოქე რუსი სენსაცია, მსოფლიოს 114-ე ჩოგანი ასლან კარაცევი იქნება, რომელმაც 0:2-დან მოუგო კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს. აღსანიშნავია, რომ რუსი პირველად თამაშობს „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში.