რაფაელ ნადალი ჩოგბურთში 19 აპრილს ბრუნდება #1TVSPORT
რაფაელ ნადალი ჩოგბურთში 19 აპრილს ბრუნდება #1TVSPORT

ცნობილი გახდა ესპანელი რაფაელ ნადალის კორტზე დაბრუნების თარიღი. ამ მომენტისთვის, 34 წლის ესპანელი აგრძელებს ზურგის ტრავმის შემდეგ აღდგენას.

ნადალის დაბრუნება შედგება ბარსელონას გრუნტის ტურნირზე, რომელიც 19-25 აპრილს გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაფა გამოტოვებს მონტე კარლოს „მასტერსს“. ამ ტურნირის ჩატარების თარიღია – 11-18 აპრილი.

ბარსელონას ტურნირის პარალელურად, მამაკაცი ჩოგბურთელები ბელგრადში შეიკრიბებიან – იქ 19-25 აპრილს ATP250 კატეგორიის ტურნირი იმართება და განთესილებს სათავეში ჩაუდგება მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მასთან ერთად, სერბეთის დედაქალაქში ითამაშებს ავსტრიელი დომინიკ ტიმი. ხოლო ბარსელონაში ნადალის მთავარი მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.