ტიმი დუბაის ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ტიმი დუბაის ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი დომინიკ ტიმი ყველასთვის მოულოდნელად დუბაის ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. ავსტრიელმა სამხრეთამერიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისთან მატჩი ორ სეტში დათმო (3:6 4:6) და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) 500 ქულიან გათამაშებას ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა. 

დუბაიში პირველი ათეულიდან ტიმის გარდა კიდევ ერთი ჩოგბურთელი, რუსი ანდრეი რუბლიოვი ასპარეზობს, რომელმაც პირველი შეხვედრა ნაკლებადცნობილ ფინელ სპორტსმენს მოუგო და შემდეგ წრეში გავიდა.

მერვედფინალური წყვილები: შაპოვალოვი(კან)-ჰურკაჩი(პოლ),შარდი(საფ)-ხაჩანოვი(რუს),სონეგო(იტა)-კარაცევი(რუს),სინერი(იტა)-ბაუტისტა-აგუტი(ესპ),ფუჩოვიჩი(უნგ)-ლაიოვიჩი(სერ),ბედენე(სლო)-ნიშიკორი(იაპ),ჰარისი(სამ-აფრ)-კრაიანოვიჩი(სერ),ფრიტცი(ამე)-რუბლიოვი(რუს).

დატოვე კომენტარი