როლან გაროსზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა #1TVSPORT
როლან გაროსზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა #1TVSPORT

როლან გაროსზე მამაკაცთა ტურნირი სენსაციით დაიწყო. პირველი წრიდან ბრძოლას გამოეთიშა ორგზის ფინალისტი, მეოთხე ნომრად განთესილი ავსტრიელი დომინიკ ტიმი. ის ხუთ სეტში დაამარცხა ესპანელმა პაბლო ანდუხარმა – 4:6, 5:7, 6:3, 6:4, 6:4. შეხვედრა ოთხი საათი და 28 წუთი გრძელდებოდა და ეს იყო ესპანელის პირველი მოგება კარიერაში რეიტინგის TOP5-ის წარმომადგენელთან. ტიმმა კი პირველად წააგო როლან გაროსის პირველ წრეში.

ანდუხარი სეტებში 0:2 ჩამორჩა, რის შემდეგაც შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. ტიმს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – 19 17-ის წინააღმდეგ, მაგრამ რეალიზაციის მხრივ ჰქონდა პრობლემები. ასევე ავსტრიელმა ცუდად ითამაშა მეორე მოწოდებაზე – ქულების 34 პროცენტი მოიგო (58-დან 20).

2021 წლის სეზონი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია ტიმის კარიერაში. ამ მომენტისთვის ავსტრიელს ცხრა მოგება და რვა წაგება აქვს. რაც შეეხება 35 წლის ანდუხარს, ორი კვირის წინ მან ჟენევაში როჯერ ფედერერი დაამარცხა.

დატოვე კომენტარი