ვენის ტურნირის ფინალში ტიმი შვარცმანს დაუპირისპირდება

12:44, 27.10.2019

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ATP ტურის 500-იანი სერიის ტურნირის ფინალში დღეს მასპინძელი დომინიკ ტიმი არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება.

ტიმმა ნახევარფინალში იტალიელ მატეო ბერეტინის დაძაბულ სამსეტიან შეხვედრაში სძლია (3:6, 7:5, 6:3), ხოლო არგენტინელმა ფინალში გასასვლელად ფრანგ გაელ მონფისს ორ სეტში ადვილად მოუგო (6:3, 6:2).

მეტოქეები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვედრიან და ანგარიშია 4:2 ავსტრიელის სასარგებლოდ.

მსგავსი