ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპის შექება ნიშნავს, რომ განვითარების გზიდან გადავედით
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპის შექება ნიშნავს, რომ განვითარების გზიდან გადავედით

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის კონგრესის წინაშე დონალდ ტრამპის პირველი გამოსვლის შემდეგ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა კუბა და ვენესუელა გააკრიტიკა, ამაყია.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ტრამპი თუ ტაშს დაგვიკრავს და შეგვაქებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი განვითარების გზიდან გადავედით“, – განაცხადა ხორხე არეაზამ ჰავანაში სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება ჰავანას ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობას კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა პოლიტიკოსებიც იღებდნენ.

არეაზამ სიტყვით გამოსვლისას ახსენა პერუს პრეზიდენტი პედტო პაბლო კუჩინსკიც და მას კორუმპირებული უწოდა.