ვენესუელას ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
ვენესუელას ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

ვენესუელას ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, დანიელ კრიენერი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ელჩის გაძევების მიზეზი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა გახდა.

ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციამ გერმანიის მთავრობა „უხეშ“ და „უკანონო“ ჩარევაში დაადანაშაულა.

გერმანიის ელჩს ვენესუელას დასატოვებლად 48 საათი აქვს. ოფიციალური ბერლინი ვენესუელას დროებით პრეზიდენტად, ქვეყნის პარლამენტის სპიკერსა და ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს აღიარებს.

გერმანიის ხელისუფლება ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით, საპასუხო ქმედებაზე მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს.