ვენესუელის გამოცემა El Nacional-ის ხელმძღვანელი მიგელ ოტერო „ტვიტერში“ ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს აღლუმზე გამოსვლისას მომხდარი ინციდენტის დროს დრონის აფეთქების ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, როგორ ფეთქდება დრონი კარაკასში, ბოლივარის პროსპექტის თავზე.
ვენესუელის ოფიციალური უწყებებს ცნობით, კარაკასში, აღლუმზე დრონის გამოყენებით ქვეყნის პრეზიდენტის მოკვლა სცადეს. თავდასხმა ვენესუელის ლიდერზე 4 აგვისტოს, საღამოს განხორციელდა. შედეგად, 7 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ნიკოლას მადუროზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს.