ნიკოლას მადუროზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს
ნიკოლას მადუროზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს

ვენესუელის პრეზიდენტზე ნიკოლას მადუროზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შს მინისტრ ნესტორ რევეროლის თქმით, დაპატიმრებული პირები იმ დაჯგუფების წევრები არიან, რომელმაც ორი დანაღმული დრონით ნიკოლას მადუროს მკვლელობა სცადა. თითოეულ საფრენ აპარატს ერთი კილოგრამი ასაფეთქებელი გადაჰქონდა.

მანამდე ვენესუელის ლიდერმა მასზე თავდასხმაში კოლუმბია, აშშ და ვენესუელის ოპოზიცია დაადანაშაულა.

მადუროს ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობა თავდასხმა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაპატიმრების მოტივად გამოიყენებს.

თავდასხმა ვენესუელის ლიდერზე 4 აგვისტოს, საღამოს განხორციელდა. შედეგად, 7 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.