ვენესუელაში მარტში მეოთხედ გათიშეს ელექტროენერგია. დენის მიწოდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში შეწყდა.
ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა ამ თვეში, როდესაც მთელი ვენესუელა ელექტროენერეგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლება აცხადებს, რომ დენის გათიშვა საბოტაჟია, რომელიც აშშ-მა მოაწყო. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ენერგეტიკული კრიზისი მთავრობაში გამეფებული კორუფციის შედეგია.
პარალელურად კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს ხელში ცარიელი ქვაბები და ტაფები ეჭირათ და ხმაურით ცდილობდნენ გარშემომყოფების ყურადღების მიქცევას.