ვენესუელას ჩრდილოეთ სანაპიროსთან 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, მიწისძვრის გამო, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.