ვენესუელაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

01:58, 22.08.2018

ვენესუელას ჩრდილოეთ სანაპიროსთან 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, მიწისძვრის გამო, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მსგავსი