ვენესუელაში 39 პოლიტპატიმარი ციხიდან გაათავისუფლეს
ვენესუელაში 39 პოლიტპატიმარი ციხიდან გაათავისუფლეს

ვენესუელაში, მასშტაბური ამნისტიის ფარგლებში, 39 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. მათ კარაკასის ციხე რამდენიმე საათის წინ დატოვეს.

ვენესუელის ავტორიტარული მთავრობის მეთაურმა, ნიკოლას მადურომ ამნისტიას მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

განსხვავებული არგუმენტი აქვთ თავად ვენესუელის ოპოზიციაში. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამნისტია საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგია. რამდენიმე პოლიტპატიმრის მდგომარეობა მძიმეა.

უფლებადამცველების განცხადებით, ისინი კარაკასის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.

პოლიტპატიმარი