ვენესუელის შსს-ს ცნობით, საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანია დაღუპული
ვენესუელის შსს-ს ცნობით, საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანია დაღუპული

ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგების მოწინააღმდეგეთა აქციებზე, ბოლო მონაცემით, 11 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პროკურატურის მონაცემებით კი, დაკავებულია აქციის 750 მონაწილე.

ამასთან, უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საპროტესტო აქციების დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ვენესუელაში აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა. მოსახლეობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.